გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო გოგუაძე: აშშ-სთან ურთიერთობის გაღრმავება საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას ნიშნავს

18-09-2018

საქართველოს პარლამენტის წევრის, ნინო გოგუაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.


მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის  გაღრმავება და კონკრეტულ თემატურ საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას ნიშნავს.


 „მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის დანიშვნიდან მალევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ხორციელდება. შეერთებული შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავება და კონკრეტულ თემატურ საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების მეტ გარანტიებს, ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობებს და ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას ნიშნავს. სწორედ ეს საკითხებია, რასაც პრემიერი ჩვენს პარტნიორებთან ისაუბრებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ აშშ-ს ასეთი ცალსახა და აქტიური მხარდაჭერა, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებში გამოხატული მხარდაჭერა, არამედ საკანონმდებლო აქტებით გამყარებული, კონკრეტული ქმედებები, რომელიც ასე საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.


შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრა, რომ აშშ ადმინისტრაცია არ დაეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ.