8-11-2023
სამწუხაროდ ოპოზიციას, და მე ვგულისხმობ რა თქმა უნდა რადიკალურ ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, თუ რომელიმე ხელისუფალმა და მმართველმა რაიმე ხელშესახები გააკეთა, ეს არის „ქართული ოცნების" ხელისუფლება.
„კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. ჩემთვის გასაგებია აბსოლუტურად ის მოტივაცია რომელიც გააჩნია ოპოზიციას. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამწუხაროდ ოპოზიციას, და მე ვგულისხმობ რა თქმა უნდა რადიკალურ ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა მმართველმა, რაიმე ხელშესახები გააკეთა, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლება. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, რომ ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე ჩემი პირველი პრემიერ მინისტრობის დროს ქართული ოცნების პირობებში რა თქმა უნდა, დავასრულეთ უვიზო რეჟიმზე მუშაობა და მივიღეთ უვიზო რეჟიმი. შარშან უკვე მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. წელს უკვე, როგორც დღეს ვნახეთ ისტორიული გადაწყვეტილება, სტატუსს მიიღებს ჩვენი ქვეყანა.
შესაბამისად, რა თქმა უნდა ანგარიშში როგორც წერია - მე მინდა გითხრათ, რომ ანგარიშში წერია ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ, რომ ეს რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგს. შედეგი ბუნებრივია დადო ხელისუფლებამ, მთავრობამ ანუ იმ ხელისუფლებამ, რომელიც არის არჩეული ქართველი ხალხის ამომრჩევლის მიერ.
ასე რომ, ეს ყველა სპეკულაცია რომ ეს ყველაფერი ხალხის ნების გამოხატულების გამო მიღებული გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა არის ძალიან გადაჭარბებული და მცდარი.
ჩვენს მიერ მიღწეული ის შედეგი და ამ შედეგის აღიარება და დაფასება, რომელზეც მე ახლა გესაუბრეთ და მე შევაჯამე ძალიან მოკლედ", - განაცხადა პრემიერმა.