გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფიო ქაცარავამ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს

18-09-2018

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ, სადაც  საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. დელეგაციას  საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნეს, თუ რა მძიმე პრობლემები შეექმნა მოსახლეობას რუსეთის ოკუპაციისა და მავთულხლართების გაბმის შედეგად.

 

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს აქვთ საშუალება პირადად გაეცნონ ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ვითარებას. ის რაც ხდება საქართველოში დაუშვენებელია. ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება, ვერ იღებენ სათანადო განათლებასა და ჯანდაცვის მომსახურებას, მუდმივად ხდება ადამიანების გატაცება საოკუპაციო ხაზთან და მათ მიმართ ძალადობა. ეს უნდა დასრულდეს და სწორედ ამისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორები და მთლიანად მსოფლიო ხედავდეს თუ როგორ არღვევს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს. სწორედ ევროპის საპარლამენტო ასალმბლეა არის ერთ-ერთი ის სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მთელს ევროპას. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ასამბლეის ფარგლებში და ვგდამთ ქმედით ნაბიჯებს ყველა მიმართულებით, რომ ხელი შევუწყოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას. ჩვენი კოლეგების მხრიდან არის დიდი ინტერესი, რომ რეგიონში გაგრძელდეს სტაბილურობა და განვითარება. ამ პროცესში მათი ჩართულობა და როლი ძალიან მაღალია, რისთვისაც მსურს მათ მადლობა გადავუხადო”  - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.