გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

„დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ

8-11-2023

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2023“ მიმდინარეობას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და დავით სუჯაშვილმა, ასევე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სწავლებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კრწანისში უმასპინძლეს.


სტუმრები სწავლების ფორმირებულ გენერალური შტაბის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და სიმულაციური სცენარის განვითარების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.


ოფიციალური პირები სწავლების უწყებათშორის ოპერატიულ ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეთა მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. უწყებათშორისი სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და ურთიერთქმედების დახვეწას.


„დიდგორი 2023“-ში 18 სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები არიან ჩართული. ეროვნული დონის სწავლება „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია.