გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„დიდგორი 2023“ - საველე კომპონენტების სიმულაციური სცენარი ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას ითვალისწინებს

10-11-2023

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2023’’ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია. წელს სწავლების სცენარი კრიზისულ სიტუაციაში სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწის გარდა, სხვადასხვა უწყებასა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფს შორის ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციასა და კოორდინაციის გაღრმავებასაც ითვალისწინებს. „დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში საველე კომპონენტს პირველად დაემატა ორფოლოს პოლიგონზე გათამაშებული სწავლება - მოწინააღმდეგის ბლოკირება, სადაც მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა მხარდამჭერ ქვედანაყოფებთან ერთად მოწინააღმდეგის ბლოკირება საბრძოლო სროლებით განახორციელა.


სწავლებაში 33-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული და სატანკო ასეული, 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120 მმ ნაღმტყორცნი, ასევე ბრიგადის ცალკეული დაზვერვის ასეულის ერთი ათეული, საინჟინრო ასეულის ერთი ათეული, ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის ერთი გათვლა და ეროვნული გვარდიის რეზერვი მონაწილეობდნენ.


უწყებათშორისი სწავლება წელს მეცხრედ ტარდება. სწავლების მიზანს კრიზისული სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა წარმოადგენს.