გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი ევროკავშირის რეკომენდაციაზე: საბოლოოდ, არანაირი დათქმა არ ყოფილა, იყო რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შეასრულოს ქვეყანამ იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი

10-11-2023

ევროკავშირის რეკომენდაციებზე, ოპოზიციის მიზნებსა და დასკვნის საბოლოო შინაარსზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა. როგორც მან განაცხადა, მარცხით დამთავრდა ოპოზიციის ყველა მცდელობა, რომ საქართველოს არ მიეღო დადებითი რეკომენდაცია.

 

„ყოველდღიურად რამდენიმე განცხადება კეთდებოდა, რომ საქართველო არ იმსახურებს და, შესაბამისად, არ არ უნდა მიიღოს სტატუსი. როდესაც ამბობდნენ, რომ საქართველო არღვევს რუსეთისადმი დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, ან, თითქოს საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, ესეც იყო ირიბი მოწოდება, რომ სტატუსი ვერ მიგვეღო, თუმცა იყო პირდაპირი მცდელობებიც, რომ სტატუსის მიღება დაეკავშირებინათ, ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან.

 

„როდესაც ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილება დადებითისკენ გადაიხარა, ამის შემდეგ ოპოზიცია ცდილობდა, რომ სტატუსი დამძიმებულიყო მთელი რიგი დათქმებით, რომელთა შესრულებაზეც პირდაპირ იქნებოდა დამოკიდებული დეკემბერში სტატუსის მიღება. საბოლოოდ, ოპოზიციის სავალალოდ, არანაირი დათქმა არ ყოფილა, უბრალოდ, არის რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომ - მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლამდე უნდა შესრულდეს და მათი რაოდენობა საბოლოო გაწევრიანებაზე არაერთხელ გაიზრდება. ეს რეკომენდაციები თანაბრად ექნება შესასრულებელი საქართველოსაც, მოლდოვასაც, უკრაინასაც და იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი დიდი ხანია აქვთ და იმათაც ვინც უკვე იმყოფებიან მოლაპარაკებების ეტაპზე,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.