გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: რადიკალური ოპოზიცია ახალი პროვოკაციისთვის ემზადება, არეულობის ორგანიზატორებს აქვთ იმედი, რომ ისარგებლებენ ჩვენი მოქალაქის მკვლელობით და შექმნიან მუხტს, რომელიც შემდგომ დაპირისპირებაში გადაიზრდება

10-11-2023

რადიკალური ოპოზიცია ახალი პროვოკაციისთვის ემზადება. დადასტურებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს დაკრძალავენ, საქართველოში არეულობის მსურველები დამუშავებული გეგმის განხორციელებას შეუდგებიან. - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, რადიკალებს იმედი აქვთ, რომ თამაზ გინტურის მკვლელობას სათავისოდ გამოიყენებენ და შექმნიან მუხტს, რომელიც შემდეგ დაპირისპირებაში გადაიზრდება. ექსპერტი მოუწოდებს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს აღნიშნულ ინფორმაციას, ხოლო საზოგადოებას სთხოვს, არ აჰყვეს ამ პროვოკაციას.

 

„რადიკალური ოპოზიცია ახალი პროვოკაციისთვის ემზადება. დადასტურებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს დაკრძალავენ, საქართველოში არეულობის მსურველები დამუშავებული გეგმის განხორციელებას შეუდგებიან. კერძოდ, რადიკალი პოლიტიკოსების პირით დააორგანიზებენ აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ იქნება, სასწრაფოდ გადმოეცეს გინტურის მკვლელი საქართველოს და აქ გასამართლდეს რუსი სამხედრო. ამ მოთხოვნით აპირებენ საპროტესტო აქციის დაწყებას, რომელსაც სათავეში რადიკალებთან ერთად ჩაუდგებიან ეგრეთწოდებული „სამოქალაქო სექტორის“ წარმომადგენლები, მათ შორის ქაცარავა და ძმანი მისნი. არეულობის ორგანიზატორებს აქვთ იმედი, რომ ისარგებლებენ ჩვენი მოქალაქის მკვლელობით, ამ ტრაგედიას სათავისოდ გამოიყენებენ და შექმნიან მუხტს, რომელიც შემდგომ დაპირისპირებაში გადაიზრდება. მოვუწოდებ ხელისუფლებას, აუცილებლად მიაქციოს ყურადღება ამ ინფორმაციას, ხოლო საზოგადოებას ვეტყვი, რომ არ აყვნენ ამ ბინძურ პროვოკაციას“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.