19-09-2018
ამ წუთებში,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აქცია მიმდინარეობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის თემის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და მისგან სოფლის სკოლის და გზის შეკეთბას ითხოვს.
ამ წუთებში აქცია ნიგვზიანის თემის სოფელ ჯიხანჯირსი მიმდინარეობს,ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ,ადგილობრივების განცხადებით უგზოობის გამო ბავშვები წელს სკოლასი ვერ წავიდნენ, უგზოობის გამო სოფელი მოწყვეტილია გაესამყაროს.
ჯიხანჯირელები მოითხოვენ დაწყებითი სკოლის მშენებლობას, რომელიც რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს და გაკვეთილები კერზო საცხოვრებელ სახლში ტარდება.
ადგილზე იმყოფება ნიგვზიანის თემის გამგებელი ირაკლი გუჯაბიძე,ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ბესარიონ ტაბიძე.აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ,სანამ ლანჩხუთის მერი ალეკო სარიშვილი არ მივა აქციაზე,თუმცა მერი ჯერჯერობით აქციაზე მისვლისგან თავს იკავებს.