11-11-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის სიახლეების შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
„დირექტივა „სამრეწველო ემისიების შესახებ“არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და რთული რეგულაცია, ვინაიდან, ფაქტობრივად, ეხება 200-მდე არსებულ საწარმოს, რომელიც დღეს ფუნქციონირებს ქვეყანაში და რომლებსაც მოუწევთ გარკვეული სტანდარტებისა და დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება. რეგულაცია მიზნად ისახავს სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების ეტაპობრივად შემცირებას, ამასთან, ბიზნესსექტორის მხრიდან ახალი ვალდებულებების აღებას, რომ გააუმჯობესონ დანადგარები და შეცვალონ ტექნოლოგიური პროცესიიმგვარად, რომ მათი საქმიანობის შედეგადგარემოზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. კანონი არ ეხება მხოლოდ ჰაერის დაბინძურების შემცირებას, არამედ ეხება წყლის და ნიადაგის დაბინძურების შემცირებას, ნარჩენების წარმოქმნის, ასევე, საწარმოო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სხვა ტიპის დაბინძურებების პრევენციას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით გაიმართა.
„რეგულაციებს, რომელსაც ჩვენ გარემოსდაცვით სფეროში, მათ შორის სამრეწველო ემისიების სფეროში ვიღებთ, დიდი ზეგავლენა აქვს ბიზნესზე. ამიტომ, როგორც კანონპროექტის შემუშავების, ასევე აღსრულების პროცესში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესსექტორთან. მეათე მოწვევის პარლამენტში კომიტეტმაშექმნა მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი ბიზნესასოციაციასთან, რადგან ის ახალი რეგულაციები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და მომავალშიც მივიღებთ, სწორედ ბიზნესზე ახდენს გავლენას”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტების ინფორმირება თუ რას წარმოადგენს ახალი რეგულაციები, რომ, ერთი მხრივ, ეს არის სუფთა მომავალი ჩვენი და ჩვენი შვილებისთვის და, მეორე მხრივ, ეს არის ახალი ვალდებულებები ბიზნესისთვის, რომელიც მათთვის შემაფერხებელი არ უნდა გახდეს.
საინფორმაციო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისის უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს კომპეტენციის ფარგლებში უპასუხეს.