გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სალომე ზურაბიშვილი ეკლასიას კონკორდატის დარღვევაში ადანაშაულებს

19-09-2018

„ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეკლესია საარჩევნო კამპანიაში არ უნდა ერეოდეს.

მისი თქმით, ეკლესიის საარჩევნო კამპანიაში ჩარევა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული კონკორდატის დარღვევაა და  მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით ძალიან ძლიერი პროტესტი ექნება.

 

"მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიას და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.


ეკლესიის იმ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით. ეს არ ეკადრება არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ უფრო მეტად მეუფეებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.