გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ალუდა ღუდუშაური სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილს უნდა ესმოდეს, რომ მოუწევს გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყველა სასტიკ დანაშაულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღება, ის გახდება პირდაპირი თანამონაწილე

13-11-2023

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

ღუდუშაურის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, ის პასუხისმგებლობას გაიზიარებს ყველა იმ დანაშაულზე, რაზეც მესამე პრეზიდენტია მსჯავრდებული.

 

"სალომე ზურაბიშვილს აბსოლუტურად გადაკვეთილი აქვს ყველა წითელი ხაზი, გარდა ერთისა. ეს დარჩენილი აქვს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი და კანონების ფეხქვეშ გამთელავი, ისტორიაში ასეთად შევა ეს ადამიანი, მას უნდა ესმოდეს, რომ სააკაშვილთან მიმართებაში, მოუწევს გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული, ყველა სასტიკ დანაშაულთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის აღება. ის გახდება პირდაპირი თანამონაწილე და თუ ზურაბიშვილის უნდა, რომ იმ ყველაფერთან ერთად, რაც მას ტვირთად აწევს, თანამონაწილეობა იკისროს, ეს მისი არჩევანია.

 

რა თქმა უნდა, ეს მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამჯერად მძიმე ფასად დაუჯდება." - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მისი და ეძებდა გამოსავალს, რადგან რთულია, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იყოს ციხეში.