გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

15 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

13-11-2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 15 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა  კოდი). 

 

დღეის მონაცემებით, 366 706  ფიზიკურმა პირმა უკვე წარმოადგინა ქონების დეკლარაცია და დარიცხული თანხის საერთო ოდენობამ 84 489 056  ლარი შეადგენა.  აღსანიშნავია, რომ 2023 წელს,   წინა წლის მონაცემებთან შედარებით, დარიცხული ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადი 17 პროცენტული მაჩვენებლით არის გაზრდილი.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=471

 

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=O0VPEQQ61LU

 

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის  სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299.