13-11-2023
„პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით არის კატეგორიულად მიუღებელი. თქვენ იცით, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა – საგარეო პოლიტიკას ამ ქვეყანაში, არსებული კანონის საფუძველზე და ხალხის გადაწყვეტილებით, ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მისამართით ვერანაირ პოლიტიკურ ძალას ვერ ატარებს და მას გავლენა არ აქვს,“ – ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, პრეზიდენტის განცხადებაეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და იმ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მოსახელობის უმრავლესობა უკვეთავს საქართველოს მთავრობას.
გიორგი ამილახვარი: „სამწუხაროდ ბოლო ხანებში არაერთხელ გვინახავს პრეზიდენტის, გადამეტებული, არაეთიკური, არადიპლომატიური განცხადებები. მათ შორის, ვიხილეთ კონსტიტუციის დარღვევაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ გვიკვირს მისი ქმედებები. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მისი ესგანცხადება არანაირი პოლიტიკური სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელი არ არის და ვერ იქნება. ის ვერ გამოხატავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს უტიფარი განცხადება არ და ვერ დააზიანებს იმ სწორ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ყალიბდება.“