გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ონში ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით დაფინანსებული პროექტები დასრულდა

13-11-2023

ონის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით დაფინანსებული პროექტები დასრულებულია.

 

ამჟამად, აღნიშნული პროგრამით, სოფ. ფსორში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

 

სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 20 000 ლარი შეადგინა.

 

პროექტის ფარგლებში მოხდა წყლის კვლევა-ძიება, გრუნტის გაბურღვა შესაბამისი მექანიზმით, 0,75 კვტ. წყლის ტუმბოს მონტაჟი ყველა დამხმარე მოწყობილობით, ასევე მოეწყო შესაბამისი შენობა, გაუკეთდა ჰიდროიზოლაცია და დაისხა ბეტონის საფარი.