გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ჩეხეთის ახალ ელჩს შეხვდა

13-11-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა.


გაცნობით შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ჩეხ დიპლომატს ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.


აღინიშნა დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ჩეხეთის მხარდაჭერა, კერძოდ, ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა.


თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩეხი დამკვირვებლების, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებში ჩეხი ექსპერტის მონაწილეობაზე.


აღინიშნა, ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB TF) ფარგლებში, SNGP-ის ინიციატივებისთვის ჩეხეთის ფინანსური მხარდაჭერა.


ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, ასევე საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ჩეხი და ქართველი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზე.


მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული დონის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ჩეხი კოლეგა საქართველოში მოიწვია.


შეხვედრას ჩეხეთის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი მიხალ სობარნა დაესწრო.