გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ჯეიკ სალივანი: აშშ-ის მიერ უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით „ფანჯარა იხურება“

14-11-2023

აშშ-ის კონგრესმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დააკმაყოფილოს თეთრი სახლის მოთხოვნა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უკრაინის თავდაცვისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.


„რაც უფრო მეტი კვირა გადის, ჩვენი შესაძლებლობები, სრულად დავაფინანსოთ უკრაინისთვის აუცილებელი შესაძლებლობების გამოყოფა, რათა მან დაიცვას საკუთარი ტერიტორია და წინ წაიწიოს, სულ უფრო რთულდება. ასე რომ, ჩვენთვის ფანჯარა იხურება“, - აღნიშნა სალივანმა.


ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ, მიიღო კანონპროექტი ისრაელისთვის 14,3 მლრდ დოლარის გამოყოფის თაობაზე. უკრაინის დახმარება ამ კანონპროექტში არ იყო ნახსენები. ამის შემდეგ კანონპროექტი სენატმა დაბლოკა, სადაც უმრავლესობა „დემოკრატიულ პარტიას“ აქვს - მათ თავიდანვე განაცხადეს, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ. მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ კონგრესის ორივე პალატა მიიღებს ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტს, რომელშიც უკრაინა არ იქნება ნახსენები, ის დოკუმენტს ვეტოს დაადებს.