გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედიშერ გვენეტაძე მამუკა ხაზარაძეზე: 1990-იანებში ხალხის ცრემლისა და ტანჯვის ხარჯზე გამდიდრებულ-გაბიზნესებული, აღმა-დაღმა დაწანწალებს და საქართველოს უერთგულესი სიკეთის მკეთებელი ადამიანის დასანქცირებას ითხოვს

14-11-2023

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის აცხადებს: "ნამდვილად არ მინდა ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ინტერესზე და ეროვნულ ინტერესზე, იქ ყველა მეთოდი მისასალმებელია იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია ჩვენს მომავალზე."

 

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ხაზარაძე, რომელმაც ეროვნული მოძრაობის დარბევაში, ანაკლიის პორტის აშენების შეჩერებაში და სააკაშვილის მიერ სხვისი ქონების მითვისებაში მიიღო მონაწილეობა, ახლა ცდილობს, სანქციები ბიძინა ივანიშვილს დაუწესდეს.

 

"ნახეთ ეს ხანდაზმული თაღლითი, მევახშე, წურბელა, კაჟაია ბულავას მემკვიდრე, ეროვნული მოძრაობის დამრბევი, ანაკლიის პორტის აშენების ჩამგდები, ასობით მოქალაქის საკუთარი ბინებიდან გამომგდები, მიჰას მიერ სხვისი ქონების მითვისებისათვის ბრწყინვალების ორდენით მკერდამშვენებული, 1990-იანებში ხალხის ცრემლისა და ტანჯვის ხარჯზე გამდიდრებულ-გაბიზნესებული, რა გონორით ლაპარაკობს!

 

ახლა როგორ აღმა-დაღმა დაწანწალებს და საქართველოს უერთგულესი სიკეთის მკეთებელი ადამიანის დასანქცირებას, როგორ ითხოვს!

 

მოკლედ მეხუთე კოლონელი ფულის ტომარა, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გროშებად ჰყიდდა და ჰყიდის საქართველოს!

 

ვერ ჩერდება, არ აჩერებს გამჩენი! ასეთების ფეხქვეშ ქართული მიწა იწვის!

და კიდევაც უნდა დაიწვეს!" - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.