გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციის გეგმები საბოლოოდ დაამსხვრია

14-11-2023

„ჩვენს მოქალაქეებს ვულოცავ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაც იქნება ასევე დადებითი და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა", - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.


მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი ბრძოლის შედეგია, თუმცა კიდევ უფრო მეტი წვლილი იმ ათწლიან რეფორმებს მიუძღვის, რომლებსაც ხელისუფლება 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ატარებს.


„თუ რამდენად უსაფუძვლოა ის იაფფასიანი სპეკულაცია, თითქოს ეს არის რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების" დამსახურება ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, მარტივად ჩანს შედეგიდან - ამ გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაამსხვრია ოპოზიციის გეგმები, კერძოდ, გეგმა, რომ ისინი შეძლებდნენ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლას და იმედი, რომ შეიძლება რაიმე შედეგს მიაღწიონ რაიმე ტიპის არჩევნებში", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.


პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ოპოზიციას ახლა ახალი ნარატივი აქვს და საარჩევნო ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევას ითხოვენ.


„თვითონ ეს ფაქტი, რომ 2%-იან ბარიერს ითხოვენ და სხვა შანსს ვერ ხედავენ, კარგად აჩვენებს, როგორი უსუსურია მათი მტკიცება, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს მხარდაჭერა და ძალიან მალე ისინი ხელისუფლების ცვლილებას შეძლებენ. ამ დროს მთელი გათვლა იმაზე აქვთ, რომ ზუსტად იციან - მაქსიმუმი, რის მიღწევაც შეუძლიათ, ეს არის 40 000 ამომრჩევლის ხმა. ეს არის მათი მაქსიმალური ელექტორატი და ამიტომ ცდილობენ, ბარიერი 2%-მდე დაიწიოს. სწორედ აქედან ჩანს, ვის ინტერესში შედიოდა კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ვინ აკეთებდა ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათი აზრით, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყანაში არეულობის მოწყობა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ ბარიერის დაწევა არ მოხდება და პოლიტიკა იმ აგენტურისგან უნდა გაიწმინდოს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე დააზიანოს სამშობლო და ამით ასიამოვნოს თავის პატრონებს.


„აქვე გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი მიგვიძღვის სწორედ ჩვენ - „ხალხის ძალას". ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ჩვენ უპრეცედენტოდ მოკლე ვადა - 6 თვე მოგვცეს გარკვეული პირობების შესასრულებლად, მაშინ ვთქვით, რომ ეს იყო ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იმისთვის იყო მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარება არ განელებულიყო. ვგულისხმობ იმას, რომ სწორედ ექვსთვიანი ვადა იყო ხაფანგი და არა ის პირობები, რომლებიც წამოგვიყენეს. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სწორედ იმ სიმართლემ, რასაც საზოგადოებას ვეუბნებოდით ყოველ ჩვენს გამოსვლაში, შეუძლებელი გახადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და საბოლოოდ, მიგვაღებინა კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.