გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნოდარ პაპუკაშვილმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის პირველი შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა

14-11-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (SDSURF) პირველი შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა, სადაც ღონისძიების მონაწილეებმა SDSURF-ის მიერ ადრეული განათლების მიმართულებით ჩატარებული კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.


ნოდარ პაპუკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სკოლამდელი განათლების საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ფონდთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. ნოდარ პაპუკაშვილის თქმით, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, რომ სკოლამდელი განათლების სისტემა კიდევ უფრო მეტად იყოს მორგებული ბავშვების საჭიროებებსა და საუკეთესო ინტერესებზე.


სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი ადრეული განათლების საფეხურზე კომპლექსურ სამუშაოებს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ინოვაციის, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში ახორციელებს.


შემაჯამებელ კონფერენციაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითმა ფონდმა წარმოადგინა განხორციელებული აქტივობები, რომლებიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და  განათლების დაწესებულების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლების მიზნით მიმდინარეობს. ამასთან, სან დიეგოს კვლევითი ფონდის პროფესორმა, საერთაშორისო ექსპერტების გუნდის ლიდერმა ნენსი ფრაიმ ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება საერთაშორისო ჭრილშიც მიმოიხილა.


კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მონაცემთა ანგარიშგების სისტემის, დამსახურებაზე დაფუძნებული ანაზღაურების სისტემის შემუშავების,  წარმატებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის შექმნის აუცილებელი წინაპირობების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს დანერგვის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ადრეული და სკოლამდელი განათლების სექტორის მარეგულირებელი დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციები. გარდა ამისა, მხარეებმა იმსჯელეს აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და არსებული სასკოლო მზაობის განახლებული პროგრამის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე.


ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.


მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი (I2Q) განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმია, რომელიც ადრეული, ზოგადი და უმაღლესი განათლების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.