გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ერთ-ერთი აიპი-ს ქონების გაფლანგვის ფაქტზე მხილებულია ორი პირი

14-11-2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.


გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი აიპი-ს ხელმძღვანელები,  2021-2022 წლებში, საწარმოს წესდების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რომლითაც მათ ევალებოდათ კეთილსინდისიერად გაძღოლოდნენ ორგანიზაციის საქმიანობას და ქონება გამოეყენებინათ მხოლოდ საწესდებო მიზნებისათვის, მიიღეს გადაწყვეტილებები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს 452 187 ლარის ღირებულების, დიდი ოდენობით მოძრავი ქონება.


ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საზოგადოების ხელმძღვანელობის პერიოდში, მიიღეს ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებები, რომლის შედეგად, აიპი-ს უძრავი ქონება გადაეცა სხვა იურიდიულ პირებს, რამაც ჯამში გამოიწვია 3 005 189 ლარის ოდენობის ზიანი.