გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ამილახვარმა კოლეჯ „ჰორიზონტის“ ლანჩხუთის ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

15-11-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლანჩხუთში მდებარე კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა.

 

გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს პროფესიული განათლების განვითარება და ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების ახალი ხედვაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ის გულისხმობს საქართველოს მასშტაბით როგორც პროფესიული კოლეჯების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე დამსაქმებლების კიდევ უფრო მეტ ჩართულობას პროფესიულ განათლებაში – დასაქმების მაღალი მაჩვენებლის უზრუნველსაყოფად.

 

გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ კოლეჯ „ჰორიზონტის“ ლანჩხუთის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაც სწორედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. კოლეჯის მშენებლობისთვის  3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

 

პროფესიული სასწავლებელი, რომლის შენობა ჯამში 1200 კვ.მ ფართს მოიცავს, 250 სტუდენტზეა გათვლილი, ხოლო ეზოს ჩათვლით ტერიტორია 1 ჰექტარს შეადგენს.

 

მულტიპროფილური სასწავლებლის თანამედროვე ტიპის შენობა სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე: მოწყობილია პანდუსები და ადაპტირებული სველი წერტილები. შენობაში განთავსებულია თეორიული და პრაქტიკულის სასწავლო სივრცეები, ადმინისტრაციული ნაწილი და კაფეტერია. შენობა უზრუნველყოფილია თანამედროვე სისტემებით.

 

კოლეჯის ეზოში მოწყობილია ამფითეატრი, გამწვანებული რეკრეაციული სივრცეები, ავტოსადგომი და ველოსიპედების სავალი ნაწილი.სასწავლებელი სრულად აღჭურვილია სასწავლო და საოფისე ინვენტარით, ავეჯითა და ტექნიკით; ინტეგრირებული პროგრამებისთვის შესაბამისი მეცნიერული და პრაქტიკული სწავლების ლაბორატორიებით: ელექტრობის, ქიმია-ფიზიკის, სამკერვალო, სასტუმრო, თმის მომსახურების და ვებტექნოლოგიების ლაბორატორიებით.

 

2023 წლის მიღების ფარგლებში კოლეჯში 102 სტუდენტი ჩაირიცხა.