გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ფისკალური კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ერთი მხრივ მთავრობის ვალი შევინარჩუნოთ უსაფრთხო დონეზე

15-11-2023

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პოზიტიური ეკონომიკური პარამეტრების მიუხედავად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ფისკალური კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ერთი მხრივ მთავრობის ვალი შევინარჩუნოთ უსაფრთხო დონეზე და ამავდროულად, შესაძლებელი იყოს რესურსების მობილიზება მომდევნო წლებში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.


მისი თქმით, 2024 წელს დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია მშპ-ის 2,5%-ის ოდენობით და სწორედ ამ დეფიციტის მიხედვით არის დათვლილი ნაერთი ბიუჯეტის საფინანსო რესურსი.


ბიუჯეტის მთავარ წყაროს საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს, თუმცა გადასახადების გარდა, 2024 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია გრანტები - 361 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები - 1 მილიარდ 920 მილიონი ლარი; პრივატიზაცია - 350 მილიონი ლარი; სესხების დაბრუნება - 270 მილიონი ლარი.