19-09-2018
კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, რეგიონალური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის ბიზნესსუბიექტებსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება.
სააგენტოს ხელმძღვანელი პრეზენტაციას გამართავს და შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ. მნიშვნელოვანია, აღნიშნულ შეხვედრაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგებლების ჩართულობაც, იმისათვის, რომ ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თაობაზე. შეხვედრა იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გურნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭრით იმართება.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს-ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.