გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: დევნილთა განსახლების პროგრამის გაზრდილი დაფინანსება შენარჩუნებულია 2024 წელსაც

15-11-2023

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დევნილთა განსახლების ტემპის დაჩქარების მიზნით, გასული წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წელს დაიწყო 7 ათას ბინაზე გათვლილი დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.


მისი თქმით, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, დევნილთა განსახლების პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს გაორმაგდა და შეადგენს 230 მილიონ ლარს.


გაზრდილი დაფინანსება შენარჩუნებულია 2024 წელსაც. გარდა ამისა, გრძელდება „სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის სახლების შესყიდვა. ჯამში, სამი წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 ათასი დევნილი ოჯახის საცხოვრებლის მშენებლობა/შესყიდვა; ეკომიგრანტთა მხარდაჭერის მიზნით, გამოყოფილია 8,0 მლნ ლარი.


ჯამში, 2024 წლის ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მიიმართება 8,6 მილიარდ ლარზე მეტი.