გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზაალ მიქელაძე: 2024 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს მოქმედი, ანუ 5 პროცენტიანი ბარიერით და რატომ დაისვა მისი დაწევის საკითხი გაუგებარია

15-11-2023

ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო ბარიერის შემცირებით საკითხის მოთხოვნა გაუგებარია „ხალხის ძალის“ წევრისთვის. როგორც მედიას ზაალ მიქელაძემ განუცხადა, კანონში წერია, რომ არჩევნები 5 პროცენტიანი ბარიერით ტარდება.

 

„კანონი არის კანონი, რომელშიც ნათლად წერია თუ როგორი ბარიერით ვხვდებით არჩევნებს. 2024 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს მოქმედი, ანუ 5 პროცენტიანი ბარიერით და აქედან გამომდინარე, რატომ დაისვა საკითხი გაუგებარია. თუ მეტყვით მოკლე არგუმენტებს ჩვენი ოპონენტებისა, ვეცდები გაგცეთ პასუხი,“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ, როცა უპასუხა პაატა მანჯგალაძის შეკითხვას, რატომ ეშინია ხელისუფლებას ბარიერის დაწევის.

 

„მოქალაქეებისათვის არჩევანის გაკეთება მარტივია, ვინაიდან საარჩევნო გარემო თავისუფალია. მანჯგალაძეებს და მისთანებს სწორედ ეს პრობლემა აქვთ, იციან რა, რომ ნათესავებშიც ვერ აგროვებენ საჭირო რაოდენობის ხმებს. გადახედონ მისი ლიდერის შედეგებ, როცა თბილისში, სადაც მილიონიანი ამომრჩეველია, ვიღაც უცხო ქვეყნის დროებითმა მოქალაქემ 10-ჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე იმან, ვიდრე ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია ამ ქვეყანაში მართოს პროცესები. ხალხმა იცის მათი ბეგრაუნდი და სწორედ ამიტომ აქვთ შიში და ითხოვენ ბარიერის დაწევას,“ - განაცხადა ზაალ მიქელაძე.

 

დეპუტატი დეპოლარიზაციის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ ხელისუფლება დგამდა ნაბიჯებს. „დეპოლარიზაციისათვის, პირველ რიგში, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ, მაგრამ ამას მისი საპირწონე ძალისგან მხოლოდ იარლიყები მოჰყვებოდა. დეპოლარიზაცია ვერ განხორციელდება მაშინ, როდესაც მეორე მხარე, საუბედუროდ, მხოლოდ რევოლუციური სცენარით განვითარებაში ხედავს თავის თავს,“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.