გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: საქართველოს ჩინეთთან დაახლოებამ შოკი გამოიწვია, არა მარტო ქართულ ოპოზიციაში, არამედ ჩვენს ძალიან ბევრ დასავლელ პარტნიორში

16-11-2023

“აშშ-ს ახალი ელჩმა, ქალბატონმა რობინ დანიგანმა, რომელმაც თითქოს წინა ელჩისგან განსხვავებით, გარკვეულწილად გადატვირთვა მოახდინა ჩვენს ურთიერთობებში, დღეს მან თქვა, რომ არ მიესალმებიან ამ ურთიერთობებს იმიტომ, რომ სახეზეა რუსეთის და ჩინეთის დაახლოება. რუსეთის და ჩინეთის დაახლოება მარტო საქართველოსთვის არის და არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის?“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

 

სუბარის თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს უკრძალავენ ჩინეთთან ურთიერთობებს, ამ დროს აშშ-ში პომპეზურად ხვდებიან ჩინეთს ლიდერს.

 

„საქართველოს ჩინეთთან დაახლოებამ შოკი გამოიწვია, არა მარტო ქართულ ოპოზიციაში, არამედ ჩვენს ძალიან ბევრ დასავლელ პარტნიორში. საოცრება ის არის, ჩვენ რომ გვიკრძალავენ გარკვეულ ურთიერთობებს და ამ დროს ვხედავთ, დღეს როგორ უმაღლეს დონეზე და პომპეზურად ხვდებიან ჩინეთის ლიდერს აშშ-ში. მედია წერს, რომ კალიფორნიის ქუჩები დაასუფთავეს, გადაღებეს შენობები, გაიყვანეს უსახლკაროები, ნარკოდილერები თუ ნარკოტიკების მომხმარებლები, რაღაც განსხვავებული ხედი რომ შეექმნათ. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, ხელი არ მოაწეროთ რაიმე ტიპის ხელშეკრულებასო.

 

საუბარია იმ ტიპის ხელშეკრულებაზე, როგორი სტრატეგიული ხელშეკრულებაც დადებული აქვს შეერთებულ შტატებს ჩინეთთან, ევროკავშირს მთლიანად და ასევე, ევროპის სახელმწიფოებს ცალ-ცალკე (გერმანიას და არაერთ სახელმწიფოს, უკრაინას აქვს დადებული და ა.შ..). უცებ გაახსენდა ჩვენს ოპოზიციას, რომ ჩინეთს თურმე მართავს „კომუნისტური პარტია“, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ უხსენებია არავის, უცებ გაახსენდა ერთბაშად ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და ამბობენ, როგორ შეიძლება „კომუნისტურ“ ჩინეთთან ხელშეკრულების დადებაო.

 

სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება რომ არა წამოცდენა, არამედ შეგნებული მავნებლობა იყო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული (რომელიც დარწმუნებული ვარ მისგან არ მოდიოდა), ეს დადასტურდა თუნდაც დღეს, როდესაც აშშ-ს ახალი ელჩმა, ქალბატონმა რობინ დანიგანმა, რომელმაც თითქოს წინა ელჩისგან განსხვავებით, გარკვეულწილად გადატვირთვა მოახდინა ჩვენს ურთიერთობებში, დღეს მან თქვა, რომ არ მიესალმებიან ამ ურთიერთობებს იმიტომ, რომ სახეზეა რუსეთის და ჩინეთის დაახლოება. რუსეთის და ჩინეთის დაახლოება მარტო საქართველოსთვის არის და არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის?“, - განაცხადა სუბარმა.