გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნანა კაკაბაძე: უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში აბსოლუტურად დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა არ არსებობს, მაგრამ არცერთი ქვეყნის წარმომადგენელს არ უნდა მივცეთ ზემოდან ყურების საშუალება

16-11-2023

“უნდა გავითვალისწინოთ, ვის რა უნდა ჩვენგან, მაგრამ მთავარია სხვებსგავათვალისწინებინოთ, თუ რა გვინდა ჩვენ”- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.


ნანა კაკაბაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და მასთან დაკავშირებულგამოთქმულ მოსაზრებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “დღევანდელი პოლიტიკურისიტუაციის მიხედვით ჩინეთი და რუსეთი აშშ-თვის საშიში მტრები თუ არა, სერიოზული კონკურენტები არიან. 6 წლის პაუზის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტისმიერ აშშ-ში განხორციელებული დღევანდელი ვიზიტიც და ბაიდენის მასთანშეხვედრაც იმისკენ არის მიმართული, რომ ამერიკამ არ დაუშვას ამ ორი გიგანტიკონკურენტის კოალიცია აშშ-ს წინააღმდეგ”.


კაკაბაძის თქმით, ამ მოცემულობაში საქართველოს რამდენიმე მიზანი აქვს დაერთ-ერთია, - “რომელი ქვეყნის პოზიციაც უფრო წაადგება იმ კონკრეტულ მომენტშისაქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ეკონომიკური გაძლიერებისდა ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესების საკითხს, სწორედ ის პოზიციადაიკავოს”.


“რა გვინდა ჩვენ და რა უნდათ ჩვენგან აშშ-ს ახალი ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს: “როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ- ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს... სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველივითარებაა".


ამრიგად, ელჩმა პირდაპირ მიგვანიშნა, რომ ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკას არასასურველად მიაჩნია, რადგან, ჯერ ერთი, ჩინეთს ცალსახად არ უღიარებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მეორეც, ჩინეთი სულ უფრო უახლოვდებაო საქართველოს ოკუპანტ რუსეთს.


რასაკვირველია, ელჩის ეს სიტყვები ჩინეთთან დაახლოებისას თითქოს საქართველოს ინტერესების დაზიანების საფრთხეზე მინიშნება იყო, მაგრამ უდავოა, რომ ამით ელჩი ამბობდა, ჩინეთთან საქართველოს დაახლოება ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგებაო. ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან ელჩი ამერიკას წარმოადგენს და არასაქართველოს და ბუნებრივია, ის ვალდებულიც არის, რომ აშშ-ს ინტერესებიდაიცვას.


დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით ჩინეთი და რუსეთი აშშ-თვის საშიში მტრები თუ არა, სერიოზული კონკურენტები არიან. 6 წლის პაუზის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტის მიერ აშშ-ში განხორციელებული დღევანდელი ვიზიტიც დაბაიდენის მასთან შეხვედრაც იმისკენ არის მიმართული, რომ ამერიკამ არ დაუშვასამ ორი გიგანტი კონკურენტის კოალიცია აშშ-ს წინააღმდეგ, თუმცა, ეს ძნელიმისაღწევია, რადგან ამერიკისგან ერთი კონკურენტი უკრაინის, ხოლო მეორე ტაივანის გადაყლაპვაზე შეგუებას მოითხოვს. რომელიმეზე დათანხმება კი ამერიკის მსოფლიო ჰეგემონობას დაასამარებს.


გიგანტთა ასეთ დაპირისპირებაში ყველა ქვეყანა თავის გადარჩენის გზებს ანსარგებელს ეძებს და საქართველოც არ უნდა იყოს გამონაკლისი. მაგალითად, თუ ჩინეთის პოზიცია დღეს ბუნდოვანია საქართველოს სუვერენიტეტის დატერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხში, ჩინეთთან ურთიერთობის კარი კიარ უნდა ჩავკეტოთ, უნდა ვეცადოთ, რომ ხვალ ეს აღიარება მკაფიოდ წარმოთქვასჩინეთმა. პარალელურად უნდა შევინარჩუნოთ სტრატეგიული პარტნიორობა დაეკონომიკური სიკეთეები, რომელიც ამ ურთიერთობას ორივე მხარისთვის მოაქვს.


რაც შეეხება იმას, რომ ჩინეთი რუსეთს უახლოვდება, როგორც ამას ქ-ნი ელჩი აცხადებს, იმის ნაცვლად, რომ რუსეთის პარალელურად კიდევ ერთი გიგანტი მტრად მოვიკიდოთ და ჩვენი ტერიტორიის დანაწევრების აღიარებისკენ ვუბიძგოთ, პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ ჩინეთის ზეგავლენა რუსეთზე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებითაც გამოვიყენოთ. ეს არის პოლიტიკა და დიპლომატია, თორემ პოპულისტურმა პოლიტიკამ და რუსული „ჟანგიანი ტანკების“ წინააღმდეგ ჰაერში მუშტების ქნევამ რა შედეგიც მოგვიტანა, სახეზეა.


ერთი სიტყვით, საქართველოს აქვს რამდენიმე მიზანი:

1. გიგანტთა ბრძოლაში არ გაიჭყლიტოს,

2. ამ ბრძოლაში ჩართული გიგანტების ინტერესები საკუთარი ქვეყნისინტერესებისთვის გამოიყენოს და

3. რომელი ქვეყნის პოზიციაც უფრო წაადგება იმ კონკრეტულ მომენტშისაქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ეკონომიკური გაძლიერებისდა ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესების საკითხს, სწორედ ის პოზიციადაიკავოს.


რაც შეეხება ამ ქვეყნების მაღალჩინოსანთა განცხადებებს, ისინი მშვიდად უნდა მივიღოთ, რადგან სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი არა საქართველოს, არამედსაკუთარი ქვეყნების ინტერესებს ემსახურებიან. აშშ-ს ელჩის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც განაცხადა, რომ ჩვენი განდევნაუნდათ სამხრეთ კავკასიიდან, მაგრამ ვერ მოესწრებიანო. ჩინეთსაც, რასაკვირველია, თავისი ინტერესები აქვს ამ რეგიონში.მოკლედ, უნდა გავითვალისწინოთ, ვის რა უნდა ჩვენგან, მაგრამ მთავარია სხვებს გავათვალისწინებინოთ, თუ რა გვინდა ჩვენ და არ დავუშვათ ისეთი შეცდომები, როგორც სულ ცოტა ხნის წინ ეს მოუვიდა თითქოსდა დიპლომატიაში გამოცდილ სალომე ზურაბიშვილს, როდესაც გმირთა-გმირად წარმოიდგინა თავი და მერე ახსნა-განმარტებები და ბოდიშების მოხდა მოუწია.


მართალია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში აბსოლუტურად დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა არ არსებობს, ყველაქვეყანას უხდება სხვისი ინტერესების მეტნაკლებად გათვალისწინება, მაგრამ ამისმიუხედავად, არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელს არ უნდა მივცეთ ზემოდან ყურებისა და მეფისნაცვალივით მოქცევის საშუალება”-წერს ნანა კაკაბაძე.