16-11-2023
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის 2023 წლის 1 მარტის ბრძანების შესაბამისად, 2024-2027 წლის პრიორიტეტების დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა ჯგუფის თავჯდომარე სერგი ხიდეშელი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, ასევე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოსა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფმა განიხილა ონის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლის პრიორიტეტების დოკუმენტიდა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის თანდართული მასალები წარედგინება საკრებულოს.
მუნიციპალიტეტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, როგორც ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელ ფაქტორს.