20-09-2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ბუცხრიკიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც ადგილიდან გურიის მოამბეს აცნობეს, ოჯახი სოციალურად შეჭირვებულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. დაზარალებულ მრავალსულიან ოჯახს 4 მცირეწლოვანი ჰყავს.
მომხდარის შედეგად, ოჯახის წევრები არ დაშავებულან, ხანძრის გაჩენის მიზეზები კი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
როგორც ოზურგეთის მერი აღნიშნავს, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარებას მერია გაუწვეს და მათ 10 ათასი ლარის სამშენებლო მასალებს გადასცემენ.
მეზობლების თქმით, სამშენებლო სამუშაოებში ისინი აქტიურად ჩაერთვებიან.