გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკის შემდეგ ბუნებრივია, ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრობს ევროპაც. ევროკავშირის ქვეყნებისთვის პეკინისკენ მწვანეა ანთებული

17-11-2023

"ევროპა იმ გზის გავლას იწყებს, რაც უკვე გაიარა საქართველომ დიდი წარმატებით" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იციან, რომ ჩინეთის უკან რუსეთია და მასთან ურთიერთობით რუსეთთან სიტუაციას დაათბობენ.

  

"ევროპა იმ გზის გავლას იწყებს, რაც უკვე გაიარა საქართველომ დიდი წარმატებით.

 

ამ ერთადერთი სწორი და გარდაუვალი წინსვლის გზაზე ჩვენი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს დააყენა. ჯერ კიდევ, როდის გათვალა და გაამართლა!

 

ამერიკის შემდეგ ბუნებრივია, ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრობს ევროპაც. ევროკავშირის ქვეყნებისთვის პეკინისკენ მწვანეა ანთებული.

 

ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იციან, რომ ჩინეთის უკან რუსეთია და მასთან ურთიერთობით რუსეთთან ნელ-ნელა სიტუაციას დაათბობენ. თუმცა, რუსეთი უკვე ისე ვეღარ გაშლის ფრთებს, როგორც ადრე, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომში აშკარა უპირატესობა აქვს. აქ მას უკვე ჩინეთი შეაკავებს ახლო მომავალში.

 

რაც შეეხება საქართველოს, ხელისუფლება ლაღია საგრძნობლად გაზრდილ ამომრჩეველთან ერთად. აქ ერთადერთია საკითხავი, თავს როგორ გრძნობს ოპოზიცია?" - წერს ჩიბურდანიძე.