გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ფარისევლობაა, როდესაც საკუთარი აგენტების პირით სოხუმსა და ცხინვალს მოსაშორებელ "ბალასტად" წარმოაჩენ

17-11-2023

"როგორი ფარესევლობაა, როდესაც იმ ქვეყანასთან, რომელმაც ღიად განაცხადა თავის მზაობაზე, შუამავლის როლი შეასრულოს ჩვენსა და რუსეთს შორის - ჩვენივე სტრატეგიული პარტნიორები ამერიკიდან და ევროპიდან ღიად ალაგებენ საკუთარ სასიცოცხლო ინტერესებს," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

 

მისი თქმით, მართალია ჩვენი დასავლელი პარტნიორები განცხადებების დონეზე მუდმივად ახდენენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დეკლარირებას, მაგრამ მათ მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებში ამ თემაზე უკვე კითხვებიც კი აღარ არის. ამ დროს კი ჩინეთის მიერ გაკეთებული ამავე შინაარსის განცხადების გამო, ჩინეთის ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან ბულინგის სამიზნე გახდა.

 

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას..." - რამდენჯერ გვსმენია ეს უემოციო და ხელოვნური კეთილგანწყობის ღიმილით გაჯერებული ფრაზა.

 

რა დევს მის უკან, როდესაც საკუთარ თავსაც და ქართულ საზოგადოებას აჯერებ, რომ ჩვენი თაობების სანუკვარი ოცნება უკვე აღარ წარმოადგენს ჩვენი შვილების საზრუნავს. როდესაც თავისი "მკვლევარი" კომპანიებით ქვეყნის მთლიანობის აღდგენით დაინტერესებულ გამოკითხულთა პროცენტს 20-ის ფარგლებში გვიფიქსირებ და თანდათანობით საერთოდ აქრობ ამ კითხვასაც კი თავისი კვლევებიდან.

 

როგორი ფარესევლობაა, როდესაც იმ ქვეყანასთან, რომელმაც ღიად განაცხადა თავის მზაობაზე, შუამავლის როლი შეასრულოს ჩვენსა და რუსეთს შორის - ჩვენივე სტრატეგიული პარტნიორები ამერიკიდან და ევროპიდან ღიად ალაგებენ საკუთარ სასიცოცხლო ინტერესებს, მაგრამ შენს იგივე მცდელობაზე მწარედ გაბულინგებენ. იმიტომ, რომ არ შედიხარ მათ იმპერიის შემადგენლობაში, ხოლო დამოუკიდებელ მოქმედებებზე მათგან "ლიცენზია" არ გაქვს შეძენილი.

 

და როგორი ფარისევლობაა, როდესაც საკუთარი აგენტების პირით სოხუმსა და ცხინვალს მოსაშორებელ "ბალასტად" წარმოაჩენ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დეკლარირებული "მხარდაჭერის" ფონზე, ხოლო ჩინეთის ღია განცხადებას ამ კუთხით დახმარება გაგვიწიოს, "არ იმჩნევ" და ჩვენს საზოგადოებას წამლავ ტყუილით - "ჩინეთს თქვენი ქვეყნის გამთლიანებაზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია".

 

"ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას," - წერს ქართველიშვილი.