გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ანრი ოხანაშვილი: გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს; გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები

17-11-2023

გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს. გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მე მჯერა, რომ შევძლებთ მჭიდრო და საქმიან თანამშრომლობას, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.


„გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს. გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები. ხელისუფლების ლიდერებს - პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, პარლამენტისა და პარტიის თავმჯდომარეებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრები და გვაქვს იმედი და მოლოდინი მჭიდრო თანამშრომლობის. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მე მჯერა, რომ შევძლებთ მჭიდრო და საქმიან თანამშრომლობას. იმედი მაქვს, რომ საქმიანი თანამშრომლობის ფორმატი მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდება პოზიტიური თვალსაზრისით“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.