გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვატო შაქარიშვილი: უდიდესი ფარსი და ყველანაირი ღირებულების გაუკუღმართება - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა

17-11-2023

დღევანდელი დასავლური ინსტიტუტების მორალური დეგრადაციის და ფარისევლობის მწვერვალია, როდესაც მედიის თავისუფლების ჯილდოს აძლევენ ადამიანს, რომლის უშუალო მონაწილეობით სპეცნაზის გამოყენებით დაარბიეს დამოუკიდებელი ტელევიზიები, ჩამოართვეს კანონიერ მესაკუთრეებს და დაუქვემდებარეს რეჟიმს! - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, ნიკა გვარამიასთვის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მიერ პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გადაცემას.

 

მისი განცხადებით, გვარამია წინა ხელისუფლების იდეოლოგი იყო, რომელმაც ათეულობით ბეჭდური თუ ინტერნეტ-გამოცემა დახურა და თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად, სატელიტური თეფშები დააყადაღა.

 

"უდიდესი ფარსი და ყველანაირი ღირებულების გაუკუღმართება - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა…

 

დღევანდელი დასავლური ინსტიტუტების, მორალური დეგრადაციის და ფარისევლობის მწვერვალია, როდესაც მედიის თავისუფლების ჯილდოს აძლევენ ადამიანს, რომლის უშუალო მონაწილეობით სპეცნაზის გამოყენებით დაარბიეს დამოუკიდებელი ტელევიზიები, ჩამოართვეს კანონიერ მესაკუთრეებს და დაუქვემდებარეს რეჟიმს! დახურეს ათეულობით ინტერნეტ და ბეჭდური გამოცემა! ჟურნალისტიკა პირდაპირი გაგებით მოკლეს!

 

გვარამიას მონაწილეობით შექმნეს რეალ ტვ და სხვა ზონდერმედიები! გვარამია არის იმ ხელისუფლების იდეოლოგი და ამავდროულად აღმსრულებელი, რომელმაც თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად სატელიტური თეფშები დააყადაღა 2012 წელს!!!

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კი, საჯაროდ აუპატიურებს ყველანაირ დაწერილ თუ დაუწერელ მედია სტანდარტს! ქმნის და ავრცელებს ფეიკ ნიუსებს! ცილს წამებს ადამიანებს! არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ფუნდამენტურ უფლებას და ა.შ. და ა.შ.

 

აი ამ ადამიანს გადასცეს “ჟურნალისტიკის ოსკარი….”

ეს იგივეა, გებელსს ან ჰეიდრიხს, ებრაელი ხალხის უფლებების დაცვის ჯილდო რომ გადასცენ…" - წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.