გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: საოცრებაა როდესაც პატიმართა მაღალ მაჩვენებელზე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ლაპარაკობენ

17-11-2023

„იუსტიციის სამინისტრო არის ის უწყება, რომელსაც ყველაზე ბევრ მოქალაქესთან უწევს შეხება. მარტო ის ფაქტი, რომ ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლებში 5 მილიონი მოქალაქე მივიდა, მაშინ როდესაც მოცდის დრო 2 წუთზეა ჩამოსული, ნამდვილად წარმოუდგენელი შედეგია", - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.


სოზარ სუბარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში გაიზარდა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა. მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში პატიმრების წამებისა და საპატიმროებში მძიმე მდგომარეობის გამო ხშირი იყო პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები.


„ნამდვილად, პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა. საშუალოზე ორჯერ მაღალი მაჩვენებელია. საოცრებაა როდესაც ამაზე ლაპარაკობენ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. როდესაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, 6000 პატიმარი გვყავდა. 4 წელიწადში 400%-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი, 24 ათასზე ავიდა და მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა აშშ-სა და რუსეთის შემდეგ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


დეპუტატის თქმით, წინა ხელისგულებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში შემცირდა C ჰეპატიტით დაავადებულ პატიმართა და სტრასბურგში საქართველოდან წასული საჩივრების რაოდენობა.