ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გია ცაგარეიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ამბობენ, რომ ელექტრონული წესით არჩევნები - ეს არის არჩევნები რუსული ყაიდით; ამერიკაში და ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში, სადაც ელექტრონული არჩევნებია, რუსული წესით ტარდება?

19-11-2023

ის ხალხი აპროტესტებს ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ვინც ჩემთან ერთად 2000-იანი წლებიდან ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში ეს წესი დანერგილიყო - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.


მისი თქმით, ახლა ეს ადამიანები ჩაებნენ „ნაცმოძრაობის“ ფერხულს და ამბობენ, რომ ელექტრონული წესით არჩევნები ეს არის არჩევნები რუსული ყაიდით.

„ის ხალხი აპროტესტებს ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ვინც ჩემთან ერთად 2000-იანი წლებიდან ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში ეს წესი დანერგილიყო.


უამრავი კონფერენცია მახსოვს, იმდროინდელი ოპოზიციის უამრავი თავყრილობა, რომელიც ითხოვდა სწორედ ელექტრონული წესით არჩევნებს, ახლა ეს აბსოლუტურად ერთი და იგივე ადამიანები ჩაებნენ „ნაცმოძრაობის“ ამ ფერხულს და ამბობენ, რომ ელექტრონული წესით არჩევნები ეს არის არჩევნები რუსული ყაიდით. რატომ, ამერიკაში რუსული ყაიდით ტარდება არჩევნები და ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით, სადაც ელექტრონული წესით არჩევნებია, რუსული წესით ტარდება არჩევნები? - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.