გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვაჩნაძიანში, მინი ფეხბურთში მიხეილ მარჩილაშვილის მემორიალური ტურნირი ჩატარდა

20-11-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, სოფელ ვაჩნაძიანში ჩატარდა აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, მიხეილ მარჩილაშვილის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში, რომელშიც მუნიციპალიტეტის 6 სოფლის გუნდი მონაწილეობდა.


მემორიალური ტურნირის გამარჯვებული სოფელ კალაურის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე სოფელ ვაზისუბნის გუნდი გავიდა, ხოლო, მესამე ადგილზე სოფელ ვაჩნაძიანის გუნდი.


ჩემპიონატის საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სპეციალური თასები, მედლები და სიგელები სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა, თამაზ კალატოზიშვილმა გადასცა.


მიხეილ მარჩილაშვილი 1972 წლის 26 დეკემბერს, სოფელ ვაჩნაძიანში დაიბადა. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ''შავნაბადას'' ბატალიონში ირიცხებოდა; დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშში, რუსულ საზღვაო დესანტთან შეტაკების დროს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.


მიხეილ მარჩილაშვილი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. ქუჩა ვაჩნაძიანში, სადაც მიხეილ მარჩილაშვილი ცხოვრობდა, 2018 წლიდან მის სახელს ატარებს.


მიხეილ მარჩილაშვილის მემორიალური ტურნირი მინიფეხბურთში 2022 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ჩატარდება.