გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორის მე-12 სკოლის მოსწავლეებმა ხორავას ქუჩაზე დაღუპულ მოსწავლეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

4-12-2017

დღეს, ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა თბილისის N51 საჯარო სკოლის დაღუპულ მოსწავლეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სკოლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაუშვეს. სოლიდარობის აქციის წარმომადგენლებმა დაღუპულთა ოჯახებს,  ახლობლებსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადეს.

,,ეს არის საერთო ტრაგედია, რომელმაც ყველა შეგვძრა" - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

2017 წლის 1 დეკემბერში, თბილისში, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი მოსწავლე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის, მშობელი.

 

წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"