გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

წელს თუშეთში ტურისტების უჩვეულო რაოდენობა ფიქსირდება

20-09-2018

წელს თუშეთში ტურისტების უჩვეულო რაოდენობა ფიქსირდება - ამის შესახებ "აიპრესს" ახმეტის მერის წარმომადგენელმა თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში,ლადო კახოიძემ განუცხადა.


მისი თქმით,შემოდგომის სეზონის დაწყების პარალელურად მოიმატა ტურისტების რაოდენობამ.


"შემოდგომა საკმაოდ თბილი გვაქვს, კარგი ამინდებია. წელს ტურისტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა სტუმრობს თუშეთს. ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ამერიკიდანაც ამოდიან.,, - განუცხადა "აიპრესს" კახოიძემ.


თუშეთში ტურისტული სეზონი სავარაუდოდ 20 ოქტომბრისთვის დაიხურება.


"კომპანიას, რომელიც გზების გაწმენდაზეა პასუხისმგებელი,ხელშეკრულება 20 ოქტომბერს ეწურება. მას შემდეგ თოვლის მოსვლის შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლები აღარ იქნებიან ვალდებულნი, გზა გაწმინდონ.ჯერჯერობით კარგი ამინდებია,მაგრამ ამინდის გაუარესების დროს, უღელტეხილზე უკვე ფიფქავს ხოლმე", - აღნიშნა კახოიძემ.


თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოს რამდენიმე თვით, სავარაუდოდ მაისამდე დაიკეტება.


ipress.ge