გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: თბილისში აგენტურა შეშფოთებულა - ბოძებზე, კედლებზე, ღობეებზე, ლიფტებზე მათი სახეებისა და უკანალების ამსახველი ფოტოები გაუკრავთ

21-11-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თბილისში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების, კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას შესახებ გავრცელებულ პოსტერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

დავით ქართველიშვილი აღნიშნულ ფოტოებს აზიარებს და წერს, რომ მსგავსი პოსტერები თბილისის გარეთაც უნდა გავრცელდეს.

 

„თბილისში აგენტურა შეშფოთებულა - ბოძებზე, კედლებზე, ღობეებზე, ლიფტებზე მათი სახეებისა და უკანალების ამსახველი ფოტოები გაუკრავთ. ხალხი „ტაშს“ უკრავს ამ საზოგადოებრივ წამოწყებას, ხოშტარია - ჯაფარიძე კი, „ეს სულ სხვა ტაშიას“ ყიჟინით „ოფშორტელევიზიებს“ იღებენ შტურმით - „შეურაცხგვყოფენო, გვიშველეთო“. სად ჩვენი „უწყინარი მონა.ჯი-ო“ და სად ეს ჩვენი დაუფარავი საჯარო მხილებაო...

 

სანამ აგენტურა ჯერ კიდევ მოლოდინშია - „დასრულდება უკრაინის ომი კიევის გამარჯვებით და ჩვენ - თქვენ ბოძებზე ჩამოგკიდებთო“, ჯერჯერობით, თბილისის ბოძებზე აგენტურის ფოტოებს აკრავენ. თბილისის მასშტაბი კი აშკარად მეცოტავება - ბოძები, კედლები და ღობეები დედაქალაქის მიღმაც არ გვაკლია და ამ სამარცხვინო სახეებსა თუ უკანალებს ყველა სოფლის „ბირჟა“ უნდა იცნობდეს“, - წერს დავით ქართველიშვილი.