გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: საინტერესო იქნებოდა ევროკავშირის ელჩის მოტივაციაც, თუკი „ქართულ ხუთ პროცენტს“ „პოლონური ხუთი პროცენტისაგან“ განასხვავებდა და გააპროტესტებდა

21-11-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ევროკავშირის ელჩის მიერ პლურალიზმისა და სტაბილურობის შესახებ კომენტარზე მამუკა მდინარაძის შეფასებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„ევროკავშირის ელჩმა ზეპროფესიულ დონეზე ახსნა პლურალიზმსა და სტაბილურობას შორის ბალანსი. ისიც თქვა, რომ ბარიერის საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია“, - უპასუხა დღეს ჟურნალისტების „ჩამჭრელ“ კითხვას მამუკა მდინარაძემ.

 

საინტერესოა ლოგიკა, რომლითაც იმავე ჟურნალისტებმა პოლონელ პაველ ჰერჩინსკის დაუსვეს ეს შეკითხვა საარჩევნო ბარიერის თაობაზე. პოლონეთი ამაყობს თავისი საარჩევნო სისტემით, სადაც არჩევნების პროპორციულ ნაწილში გამსვლელ ბარიერად დადგენილი აქვთ 5% და ამ ნიშნულის გადახედვას არც აპირებენ.

 

საინტერესო იქნებოდა ელჩის მოტივაციაც, თუკი „ქართულ ხუთ პროცენტს“ „პოლონური ხუთი პროცენტისაგან“ განასხვავებდა და გააპროტესტებდა. ზოგადად, ეს „ხუთიანი“ ქართულ პოლიტიკაში თანდათანობით „ჯადოდ“ რომ იქცევა, ეს უკვე სხვა საკითხია“, - წერს დავით ქართველიშვილი.