20-09-2018
სისტემური კრიზისი ქვეყნის ეკონომიკას დანგრევით ემუქრება ამის შესახებ „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბში“ აცხადებენ, წერს „აფსნი ლაიფი“. მათივე ცნობით, “ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა და მხოლოდ ტყვარჩელში, მოსახლეობის ვალი მაღაზიების მიმართ 12 მილიონ რუბლს შეადგენს“, ადამიანები ვალად იღებენ პირველადი მოხმარების ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა პური, შაქარი, მაკარონი და სხვ. აქვე მოყავანილია მოსახლეობის აღწერის მონაცემები, რომელთა თანახმად, 2011 წელს ტყვარჩელში 5013 ცხოვრობდა, დღესდღეობით კი ეს ციფრი საგრძნობლად შემცირდა.
,,იმ 4 წლის განმავლობაში, რაც რაულ ხაჯიმბა ხელისუფლებაშია, სახელმწიფო ბიუჯეტი არასოდეს შესრულებულა. მიუხედავად ჩინოვნიკების ანგარიშებისა, რომლებშიც საუბარია „ეკონომიკურ წარმატებებსა“ და „შემოსავლების ზრდაზე“, ინფლაციური პროცესების გათვლისწინებით, რეალურად მოქალაქეების შემოსავლები, 2013 წელთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა. ამასთან, საგრძნობლად გაიზარდა საგადასახადო ტვირთი, შესბამისად, მნიშვნელოვნად მოიმატა ფასებმაც'', - ნათქვამია განცხადებაში.