გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: თემურ ალასანიას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება არის პოლიტიკური დავალება, დღის წესრიგში დააბრუნონ ომის თემა

21-11-2023

“2003 წლის და დღევანდელი, ანუ 2023 წლის ქართული სახელმწიფო მკვეთრად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ასევე, განსხვავებულია ხალხის, ანუ ამომრჩევლის ხედვა, რომელსაც არ სურს ომი ამ ქვეყანაში და სურს მშვიდობა,” - ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, ანალიტიკოსმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, მართალია, მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა, თემურ ალასანია ცდილობენ ქართულ პოლიტიკაში კვლავ შემოიტანონ ომის თემა, მაგრამ ქართული საზოგადოება 2003 წლის შემდეგ რადიკალურად არის გაზრდილი და საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო. ამიტომ მათს ამ გეგმას განხორციელება არ უწერია.


“ნაციონალური მოძრაობა” არის “ქართულ ოცნებასთან” აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებული ძალა, რომელსაც ძალიან ამძიმებს პოლიტიკური ჰალუცინაციის მქონე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებლი მძიმე პოლიტიკური ხედვები, რასაც მხარს უბამს მისი ბიძა - თემურ ალასანია. ამასთან, “ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლების შეცვლის ელექტორალური რესურსი არ გააჩნია და ის ემზადება ქუჩის აქციებისთვის.


პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა ყველაზე მეტად პასუხობს მათს (“ნაციონალური მოძრაობის”) პოლიტიკური კულტურის მოთხოვნებს.


აღსანიშნავია ისიც, რომ თემურ ალასანიას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება არის პოლიტიკური დავალება, ქართულ სახელმწიფოში დღის წესრიგში დააბრუნონ ომის თემა, რასაც რა თქმა უნდა, გაგრძელება ვერ ექნება, რადგან ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო. ამაზე მეტყველებს ძალიან ბევრი რამ, თუნდაც ის, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გაიცა. ასე რომ, 2003 წლის და დღევანდელი, ანუ 2023 წლის ქართული სახელმწიფო მკვეთრად განსხვავებულია ერთმანეთისგან.


ასევე, განსხვავებულია ხალხის, ანუ ამომრჩევლის ხედვა, რომელსაც არ სურს ომი ამ ქვეყანაში და სურს მშვიდობა, სურს პოლიტიკური დინამიური პროცესები, რათა მივაღწიოთ ჩვენს საბოლოო მიზანს, რასაც ჰქვია ევროპულ ოჯახში გაწევრიანება და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა,” - განაცხადა თამთა მეგრელიშვილი.