გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: 85% აიღეს ამერიკაში მიცვალებულებმა და საქართველოში 3%-ს ვერ იღებენ ჩვენი ე.წ. ცოცხალი ოპოზიციონერები

21-11-2023

ევროკავშირის ელჩისთვის ქართველი ჟურნალისტების მიერ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და ელჩის პასუხს ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.


მისი თქმით, თავად იმ ქვეყანაში, საიდანაც არის წარმოშობით ჰერჩინსკი, ანუ პოლონეთში, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს და შეუძლებელია, ელჩს რაიმე განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა ამ საკითხთან დაკავშირებით.


“როდესაც ჟურნალისტი პოლონელ პაველ ჰერჩინსკის საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით კითხვას უსვამს, ხომ უნდა იცოდეს, რომელი ქვეყნიდან არის ჰერჩინსკი წარმოშობით, იქ რა ხდება და ა.შ. ახლა ჰერჩინსკის რომ ეთქვა, რომ ეროპული 5% სხვა არის და ქართული 5% სხვა, ესეც საინტერესო მოსასმენი იქნებოდა მისგან, მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, წაიკითხოს 2022 წლის 8 ნოემბრის ეუთო-ოდირის დასკვნა ამერიკის კონგრესში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ არჩევნებში ორი მიცვალებული აირჩიეს, თან, ძალიან მაღალი - 85%-ით. წარმოიდგინეთ, 85% აიღეს ამერიკაში მიცვალებულებმა და საქართველოში 3%-ს ვერ იღებენ ჩვენი ე.წ. ცოცხალი ოპოზიციონერები”, - განაცხადა ქართველიშვილმა.