გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: უკვე 2027-2030 წლებისთვის ერთ სულზე წლიური შემოსავალი გვექნება, დაახლოებით, 10 000 -12 000 $ - ეს ის საშუალო მაჩვენებელია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ

21-11-2023

„წინა წლებში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - 10%-ზე მეტი იყო. მიმდინარე წელსაც მოგვიწია ბიუჯეტის კორექტირება, რადგან ზრდა დაგეგმილზე გაცილებით მეტი იყო“, -ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, თუ საქართველო ეკონომიკურად განვითარებული არ იქნება, ევროკავშირში ისე არავინ მიიღებს.


„იგეგმება, რომ ერთ სულზე წლიური შემოსავალი იყოს 8000$, რაც დაახლოებით 21 000 ლარია, უხეში გადაანგარიშებით. უკვე 2027-2030 წლებისთვის ერთ სულზე წლიური შემოსავალი გვექნება, დაახლოებით, 10 000 -12 000 $. ეს ის საშუალო მაჩვენებელია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ.

ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ეკონომიკური მაჩვენებლები და კეთილდღეობის დონე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური განვითარების დონე - დემოკრატიის განვითარება. ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. თუ ჩვენ ეკონომიკურად განვითარებულები არ ვიქნებით და ეს სწორედ ერთ სულზე შემოსავლის ზრდას გულისხმობს, ევროკავშირში ისე არავინ მიგვიღებს.


გარდა ამისა, ერთ სულზე შემოსავლის ზრდა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეს აგრეგირებული მაჩვენებელია. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა ინკლუზიური ზრდა. ეს გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ყველა ფენაზე უნდა აისახოს. ეს არ უნდა იყოს ეკონომიკა მხოლოდ ეკონომიკისთვის. ეკონომიკის ზრდა უნდა ხმარდებოდეს ხალხის კეთილდღეობის ზრდას.


რა თქმა უნდა, გამოწვევები გვაქვს და ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი კარგად არის, თუმცა, უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირების ძალიან კარგი ტენდენციაა. ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი სწორედ სოციალურ მიზნებს ხმარდება. გარდა იმისა, რომ სოციალური დახმარებები, ჯანდაცვის სფეროსა თუ სოციალური შემწეობების სახით მატულობს და მოცვის ბაზაც იზრდება, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტებიც ხორციელდება, რაც ისევ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.