გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხორბლის ავტოსატრანსპორტო გზით გადაზიდვის აკრძალვა 1 წლით გადაიდო

20-09-2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა ერთი წლით გადაიდო.


აღნიშნული განცხადება მან აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


„ჩვენ გავითვალისწინეთ ჯანოს ასეთი ემოციური გადაწყვეტილება. მადლობაც გადავუხადეთ, რომ მოგვისმინა და ჩამოვიდა. ამავდროულად გავითვალისწინეთ მძღოლების მდგომარეობა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ 1 წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება, ხოლო ამის მერე მომავალი შეზღუდვა, იქნება ეს სეზონური თუ სხვა ტიპის, მძღოლებთან ერთად გავიაროთ. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რომ ჩვენ სამომავლოდ ისე გავაკეთოთ რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც შევინარჩუნოთ და ჩვენს ქვეყანას არ ვავნოთ“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


გადამზიდავები ხორბლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის აკრძალვას ლილოს ტერმინალთან 4 დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ. ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით იმუქრებოდა. იგი შენობის სახურავიდან არ ჩამოდიოდა.