გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება  

20-09-2018


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაყალბების გარეშე 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება უჭირს.

 

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში მწარედ დამარცხდება.

 

„ხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სტილს არ ცვლის და ალბათ, ვერც ცვლის. ეს არის მათი სტილი, ისინი აყალბებდნენ არჩევნებს 2012 წლამდე და 2012 წლის ჩათვლით, სხვათა შორის, მთელი წლების განმავლობაში და ახლა უკვე, ისინი გადასულები არიან საარჩევნო სიების გაყალბებაზე. მათ წარადგინეს თავისი სახელით და თავისი სატელიტების სახელით, გაყალბებული სიები, რაც მიანიშნებს, კიდევ ერთხელ, ორ რამეზე: ერთი ეს არის ის, რომ გაყალბება ეს არის ნაცმოძრაობის სტილი და ხელწერა. მეორე - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ნაცმოძრაობას უჭირს 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება გაყალბების გარეშე. ეს ყველაფერი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება ამ საპრეზიდენტო არჩევნებში და მას გაუჭირდება, ალბათ, იმ შედეგის გამეორებაც, რომელიც მან დადო ბოლო არჩევნებში, ეს იყო 17 %-იანი შედეგი. ნაცმოძრაობა ძალიან მძიმე მარცხს იწვნევს ამ არჩევნებში. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებლები და ეს დაპირება შეგვიძლია მივცეთ ჩვენ საზოგადოებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისი შეფასებით, სიებში პრემიერის ხელმოწერის გამოყენება თავისთავად მეტყველებს გაყალბების ხარისხზე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უწყებათაშორისი კომისიისგან მკაცრ რეაგირებას ელოდება.

 

„ის ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერაც არის გამოყენებული ამ სიებში, თავისთავად მეტყველებს თვითონ უპასუხისმგებლობის ხარისხზე და გაყალბების ხარისხზე. ეს არის ნაცმოძრაობის სტილი, ამას მიჩვეული ვართ ჩვენ 2003-2004 წლიდან მოყოლებული და შესაბამისად, მოლოდინი არც გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაცმოძრაობა თავის სტილს შეიცვლიდა. ჩვენ მივმართეთ ამასთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიას და ველოდებით მკაცრ რეაგირებას ამასთან დაკავშირებით, კანონიდან გამომდინარე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.