გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკოლოზ მეტრეველი სასტუმრო “პარაგრაფ თბილისზე”: რატომ არის გასაკვირი, რომ პრემიერ-მინისტრი დაესწრო საზეიმო ღონისძიებას და ბიძინა ივანიშვილს მორიგი კარგი საქმისთვის მადლობა გადაუხადა?!

23-11-2023

საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სასტუმრო გაიხსნა, რომელშიც ასეულობით ჩვენი მოქალაქე ღირსეულად დასაქმდა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სასტუმრო “პარაგრაფ თბილისის” გახსნას სოციალურ ქსელში.

 

მეტრეველის განცხადებით, გაუგებარია, რატომ არის გასაკვირი სასტუმროს გახსნაზე პრემიერ-მინისტრის დასწრება და ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდა.

 

“საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სასტუმრო გაიხსნა, რომელშიც ასეულობით ჩვენი მოქალაქე ღირსეულად დასაქმდა.

 

აქედან გამომდინარე, ყოვლად გაუგებარია თუ რატომ არის გასაკვირი, რომ პრემიერ-მინისტრი პირადად დაესწრო საზეიმო ღონისძიებას და ბიძინა ივანიშვილს მორიგი საქართველოსთვის გაკეთებული კარგი საქმისთვის მადლობა გადაუხადა?!

 

ის ხალხი მაინც ნუ ქილიკობთ, ვინც ველური კაპიტალისტი, მამუკა ხაზარაძის მიერ წალენჯიხაში ანგარებით გაკეთებულ საქმეებს ყოველდღე ხოტბას ასხამთ.

 

გავიმეორებ: უსინდისო პარტიები და მათი დაქირავებული ჟურნალისტები 2024 წლის არჩევნებზე კიდევ ერთხელ საკადრის პასუხს მიიღებთ!” - წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.