გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გია აბაშიძე: სააკაშვილის მეხუთე კოლონის უპრეცედენტო და უმძიმესი უკანონობის ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა მათ ეს ყოველთვის უნდა შევახსენოთ

23-11-2023

რევანშისტი ნაცსექტანტები ზეიმობენ "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს. ხანდახან ისმის სამართლიანი მოწოდებები, რომ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც რეჟიმის გასამართლება. - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ყველა სფეროში სისტემური დანაშაულის ჩამდენი “ნაციონალური მოძრაობა” კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს.

 

“რევანშისტი ნაცსექტანტები ზეიმობენ "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს. ხანდახან ისმის სამართლიანი მოწოდებები, რომ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც რეჟიმის გასამართლება. ნაცჯალათების მიერ ჩადენილი მასშტაბური დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ ჯერ სრულად არაა გამოძიებული და ბევრი კრიმინალი საჯარო სივრციდან ნოტაციებს გვიკითხავს დემოკრატიასა და თავისუფლებაზე.

 

რუსი ოკუპანტებისთვის ჩვენი მიწა-წლის 20%-ის ჩამბარებელი და შემდეგ სტრატეგიული ობიექტების გადამცემი, ქვეყნის ყველა სფეროში სასტიკი სისტემური დანაშაულის არქიტექტორი "ნაციონალური მოძრაობა", კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს!

 

სააკაშვილის მეხუთე კოლონის უპრეცედენტო და უმძიმესი უკანონობის ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა მათ ეს ყოველთვის უნდა შევახსენოთ და ხელისუფლებისგან მოვითხოვოთ - ნაცზონდერების ადგილი არა თუ ასარჩევ სტრუქტურებში, არამედ სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებშია!” - წერს აბაშიძე Facebook-ზე.