გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლევან ნიკოლეიშვილი: ავანტურისტმა სააკაშვილმა შეძლო ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ოკუპანტებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა და ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის რუსეთისათვის ხონჩით მირთმევა

23-11-2023

ვარდების რევოლუციის ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები, რომ არ ჰქონოდათ! - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ვარდების რევოლუციას საამაყო არაფერი აქვს, მისი მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი კი მონანიების ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილისგა შეწყალებას ითხოვს.

 

“ვარდების რევოლუციის ზეიმი? შესაძლოა ზეიმი ნამდვილად ყოფილიყო ამ ვარდებს ძალიან დიდი ეკლები, რომ არ ჰქონოდათ! ეს ეკლები კი პარალელურად ძალიან შხამიანი აღმოჩნდა, ვისაც არ გახსოვთ ან არ გინდათ გახსოვდეთ ისევ შეგახსენებთ: ამ რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლების ლიდერმა, ავანტურისტმა სააკაშვილმა შესძლო ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა, წაგებული ომის შემდეგ რუსი ოკუპანტებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, დაკარგული სოფლებისთვის ქვა-ღორღის დარქმევა და რაც მთავარია 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების 20 % რუსეთისათვის ხონჩით მირთმევა.


ისტორიას ვერ წაშლი, ის თავისი ფაქტებით სიმართლეს გვამცნობს, სიმართლე კი ის გახლავთ, რომ "ვარდების რევოლუციას" საამაყო დიდად არაფერი აქვს, მის მთავარ შემოქმედს სააკაშვილს კი ისევ მოსანანიებელი აქვს...თუმცა ამის მაგივრად სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili ევედრება შეწყალებას” - წერს ნიკოლეიშვილი.