გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კასპის სოფელ ოკამში 296 მეტრი სიგრძის გზის ასფალტბეტონის საფარის დაგება დასრულდა

24-11-2023

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

 

სოფელ ოკამში 296 მეტრი სიგრძის გზის ასფალტბეტონის საფარის დაგება დასრულდა.

 

სამუშაოს დასრულების პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.

 

აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, სამუშაო კი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ბესკო“-მ ჩაატარა.